გვერდები

30 იანვარი 2020

დაზარალებულთა ნდობის ფონდი

დაზარალებულთა ნდობის ფონდი სასამართლოსგან განცალკევებული სტრუქტურაა, რომელიც წევრ სახელმწიფოთა ასამბლეამ 2004 წელს დააფუძნა სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების შედეგად დაზარალებულების და მათი ოჯახების მხარდასაჭერად. ფონდს მხარდაჭერის განხორციელება შეუძლია ორმხრივი მანდატის მეშვეობით: ა) სასამართლოს მიერ დაკისრებული რეპარაციების აღსრულებით, ე.წ. რეპარაციების მანდატით და ბ) ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური მხარდაჭერით დაზარალებულებისა და მათი ოჯახებისთვის, ანუ დახმარების მანდატით.

მიზნობრივი ფონდის დახმარების მანდატი არ არის დაკავშირებული სასამართლოს წინაშე მიმდინარე კონკრეტულ სამართალწარმოებასთან და შეიძლება, განხორციელდეს გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობის შემთხვევაშიც. დახმარების მანდატი მოიცავს შემდეგ პროგრამებს: ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და მატერიალური მხარდაჭერა, როგორიცაა შემოსავლის მისაღებად ხელმისაწვდომობის შეთავაზება და საგანმანათლებლო შესაძლებლობები უფრო ხანგრძლივვადიანი ეკონომიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. 

ნდობის ფონდის მანდატის განსახორციელებლად, პროექტები ფინანსდება მსჯავრდებულ პირებზე ჯარიმის დაკისრებითა და მათი ქონების კონფისკაციით, აგრეთვე ნებაყოფლობითი შენატანებით წევრი სახელმწიფოებისა და ცალკეული დონორების მხრიდან. მომსახურების და პროგრამების განსახორციელებლად, ნდობის ფონდი თანამშრომლობს ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან.