უკან დაბრუნება

„სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს სიტუაციის გამოძიებაში“

სტატუსი

დასრულებული

დონორი

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო

პროექტის პერიოდი

15 ნოე 2017 - 31 ივლ 2019

პროექტის ბიუჯეტი

33 151 $
l

პროექტის მიზნებს წარმოადგენდა:
•    2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული პირებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი ორგანოების მხარდაჭერა აგვისტოს ომთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების პერიოდში; 
•    დევნილთა მდგომარეობის შესწავლა და მათ უფლებებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება;
•    გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი ორგანოების წინაშე ადვოკატირება.

აქტივობები
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, პროქტის მონაწილე ორგანიზაციებმა განახორციელეს შემდეგი აქტივობები:
•    ვიზიტები დევნილთა დასახლებებში, პირისპირ შეხვედრა დევნილებთან, მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და პრობლემების დოკუმენტირება, ინფორმაციის მიწოდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებასა და მათ უფლებებთან დაკავშირებით;
•    კომუნიკაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხვადასხვა ორგანოებთან და საქართველოს ხელისუფლების ორგანოების წინაშე აგვისტოს ომის გამოძიების გამოწვევებთან და დევნილთა ამჟამინდელ სოციო-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით.
 

gcicc
The Hague