საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის 2003 წელს შეიქმნა, რომლის მიზანია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებისათვის (გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და აგრესია) პასუხისმგებლობის დამკვიდრების ხელშეწყობა და ამგვარ დანაშაულთა დაზარალებულთათვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა. კოალიციის წევრი ორგანიზაციები წარმოადგენენ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა ინტერესებს როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ჰააგის სასამართლოს წინაშე.
წინამდებარე საინფორმაციო ბიულეტინის მიზანია ბოლო პერიოდში საქართველოს კოალიციის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ საზოგადოებისა და დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
ბიულეტინის სრული ვერსი იხილეთ აქ: http://hridc.org/admin/editor/uploads/files/pdf/hrc/Newsletter%20of%20the%20GCICC.pdf