პროკურორის ოფისი არის სასამართლოს დამოუკიდებელი ორგანო. მისი ფუნქციაა, მიიღოს წარდგინებები და ნებისმიერი დასაბუთებული ინფორმაცია სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულებზე, გამოიკვლიოს ისინი, აწარმოოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა სასამართლოს წინაშე.
ოფისს ხელმძღვანელობს პროკურორი, რომელსაც სრული უფლებამოსილება აქვს ოფისის მენეჯმენტსა და ადმინისტრირებაზე, პერსონალის, ინვენტარის და სხვა რესურსების ჩათვლით. პროკურორს ეხმარება პროკურორის მოადგილე. სასამართლოს მოსამართლეების მსგავსად, პროკურორს და მის მოადგილეს ირჩევს ასამბლეა 9 წლის ვადით, რომელიც განახლებას არ ექვემდებარება.