პრეზიდიუმი შედგება სასამართლოს პრეზიდენტისგან და პირველი და მეორე ვიცე-პრეზიდენტებისგან. ყველა მათგანი აირჩევა სასამართლოს მოსამართლეთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობით, განახლებადი სამი წლის ვადით.
პრეზიდიუმი წევრ სახელმწიფოებთან აწარმოებს საგარეო ურთიერთობებს, კოორდინაციას უწევს სასამართლო საკითხებს, მაგალითად, მოსამართლეთა, სიტუაციებისა და საქმეების პალატებზე გამწესებას, ხელს უწყობს სასამართლოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. პროკურორის ოფისის გამოკლებით, პრეზიდიუმი პასუხისმგებელია სასამართლოს საქმიანობის სათანადო განხორციელებაზე და ზედამხედველობს კანცელარიის ადმინისტრაციულ საქმიანობას. პრეზიდიუმი კოორდინაციას უწევს და ცდილობს, მიაღწიოს პროკურორთან პოზიციის თანხვედრას ორმხრივ ინტერესში შემავალ საკითხებზე.